logo
ENG



გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის წასახალისებლად ლატარიის გათამაშება განიხილება

27 აგვ 202115:59
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის წასახალისებლად ლატარიის გათამაშება განიხილება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის წამახალისებელ ღონისძიებებს შორის ლატარიის გათამაშება განიხილება. მისივე თქმით, იქნება ფულადი ჯილდოებიც. ამ თემაზე მან ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე ისაუბრა.

გამყრელიძის ცნობით, ამ საკითხზე ფინანსთა სამინისტრო სექტემბერის დასაწყისში გააკეთებს განცხადებას. 

"პირველ სექტემბერს გაკეთდება უკვე განცხადება, როდიდან დაიწყება ლატარიის გათამაშება, რათა წახალისებული იყოს ფულადი ჯილდოებით, სქემა შედგენილია უკვე. [...] საკმაოდ სერიოზული თანხები იქნება, მაგრამ მე ვერ ვიტყვი ჯერ", - თქვა მან.  

სამინისტრო, ამ მხრივ, ლატარიის კომპანიასთან და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან თანამშრომლობს. 

 


close დახურვა