logo
ENG



გამყრელიძის თქმით, მთავრობა მალე ვაქცინაციის ახალ გეგმას დაამტკიცებს

24 მარ 202212:59
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძის თქმით, მთავრობა მალე ვაქცინაციის ახალ გეგმას დაამტკიცებს
საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, მთავრობა მალე ვაქცინაციის ახალ გეგმას დაამტკიცებს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ახალ გეგმაში ვაქცინაციის წამახალისებელი "მთელი რიგი ღონისძიებებია".

"არის ვაქცინაციის ახალი გეგმა, რომელსაც ვფიქრობ, მთავრობა მალე დაამტკიცებს. იქ არის მთელი რიგი წამახალისებელი ღონისძიებები. მონეტარული წახალისება გრძელდება", - ამბობს გამყრელიძე.

24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 599 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი გარდაიცვალა. დღიურად 1 521 აიცრა. სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 43.7%.


close დახურვა