გორში გარემოვაჭრეებმა, აკრძალვის მიუხედავად, დახლები მაინც გაშალეს. მათთვის ეს თავის გადასარჩენად ერთადერთი გზაა. პოლიცია მოვაჭრეებს პროდუქციის ჩამორთმევით დაემუქრა, თუ ხვალაც გამოვლენ, მაგრამ გორელი მოვაჭრეები დანებებას არ აპირებენ. ან შიმშილით სიკვდილი, ან მუშაობა, ადგილობრივების თქმით, სხვა არჩევანი ხელისუფლებამ არ დაუტოვა. გორის მერიის შეთავაზებული ალტერნატიული ტერიტორია მოვაჭრეებისთვის მიუღებელია, ამბობენ, რომ ქალაქგარეთ არსებულ ბაზარში არც მყიდველია და იქამდე გადაადგილებაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, არადა ყოველდღიური შემოსავალი ისედაც მინიმალურია და საკვებისთვისაც ხშირად არ ჰყოფნით.
გარემოვაჭრეების პროტესტი გორში
12 ივლ 202220:26
3 წუთის საკითხავი