თბილისის მერია გია გაჩეჩილაძეს ევროპის მოედანზე მდგარ ბერლინის კედლის ფრაგმენტზე გაკეთებული წარწერის გამო დააჯარიმებს.
როგორც ფორმულას მერიაში განუცხადეს, ხსენებულ ქმედებაზე მუნიციპალურ ინსპექციას ექნება შესაბამისი რეაგირება და კანონის მიხედვით იმოქმედებენ.
შეგახსენებთ, რომ გია გაჩეჩილაძემ მის მიერვე ორგანიზებულ "ინტელექტუალურ შეკრებაზე" ევროპის მოედანზე მდგარ ბერლინის კედლის ფრაგმენტს "ღმერთი სიყვარულია" წააწერა. 9 აპრილის აქცია ოპოზიციის წინააღმდეგ და "პოლიტიკური ნაგვის გატანის მოთხოვნით" მიმდინარეობს, უცნობმა აქციის პარალელურად ქართველი ხალხის მარადისობის დღის დაარსებაც დააანონსა.