logo
ENG



გახარია: ბევრი საქმეა ბოლომდე მისაყვანი, დიდი დრო არ გვაქვს, ეს პანდემიაც დაგვემატა

14 აგვ 202016:05
3 წუთის საკითხავი
clock 589
vwyhla9w70dmw2t.jpg

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანი და ადამიანზე ზრუნვა. გასაკეთებელი საქმე უამრავია, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა დაწყებული, რომელიც ბოლოშია გასაყვანი და დასასრულებელი. ბევრი დრო არ გვაქვს, ეს პანდემიაც დაგვემატა, - ამის შესახებ საქართველოს გიორგი გახარიამ კახეთში განაცხადა, სადაც ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანში, საგარეჯოში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, დავით სონღულაშვილი წარადგინა.

პრემიერმინისტრის თქმით, შრომა უნდა იყოს დაფასებული და არც ერთი მტკაველი მიწა უპატრონო და დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს.

"ვიღაც გვეტყვის, რომ სოფლის მეურნეობა არ არის მნიშვნელოვანი. სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვანია და როგორც აქამდე სახელმწიფო ეხმარებოდა გლეხს, ფერმერს, გააგრძელებს ამ დახმარებას. შრომა უნდა იყოს დაფასებული და არც ერთი მტკაველი მიწა უპატრონო და დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს.

შინაარსობრივად რომ მივყვებით, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ პირველ რიგში, ჩვენს შვილებს, ახალგაზრდობას, შევუქმნათ ყველა პირობა იმისთვის, რომ ქვეყანაში მიიღონ კარგი განათლება, იყვნენ მაგრები, ეფექტურები და ქვეყნიდან რომ გავლენ, როცა დაიზრდებიან და კონკურენციაში შევლენ სხვა ქვეყნის ახალგაზრდებთან, ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდები იყვნენ ძლიერები", - განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, სახელმწიფომ უნდა შექმნას შესაბამისი სამართლიანი გარემო.


close დახურვა