logo
ENG



გახარია: 2024 წლის არჩევნებისთვის პარტია საქართველოსთვის არ გაუერთიანდება არავის, წერტილი

12 თებ 202400:07
3 წუთის საკითხავი
clock 865
გახარია: 2024 წლის არჩევნებისთვის პარტია საქართველოსთვის არ გაუერთიანდება არავის, წერტილი
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე საუბრისას კვლავ იმეორებს, რომ მისი პარტია არჩევნებისთვის არავის გაუერთიანდება.

თუმცა, ამის მიუხედავად, გახარია ამბობს, რომ ზეპარტიულ საკითხებზე, შესაძლოა, ვიღაცებთან თანხვედრა ჰქონდეთ.

რაც შეეხება უშუალოდ ზურაბიშვილის ინიციატივას, გახარიას თქმით, ბუნდოვანია.

"დიდი ხანია უკვე ვამბობთ, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის პარტია საქართველოსთვის არ გაუერთიანდება არავის. წერტილი. ერთხელ ვთქვით, ვიმეორებთ. სამწუხაროდ, გვიწევს ამის გამეორება ძალიან ხშირად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვართ მზად კონსენსუსისთვის, იმისთვის, რომ ზეპარტიულ საკითხებზე პოზიციების თანხვედრა გვქონდეს, მაგრამ ამ ფორმატს რაც შეეხება, ძალიან მარტივად - ბუნდოვანია. ბუნდოვანია ფორმატის და პლატფორმის მიზანი, ჩემი აზრით", - თქვა მან.

მისივე განცხადებით, ამ ფორმატში მოიაზრებიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც, გახარიას თქმითვე, კანდიდატის სტატუსის საკითხს პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ, ასეთ ადამიანებთან თანამშრომლობა კი მათ არ სურთ.

6 თებერვალს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენების დროს სიტყვით გამოსვლისას საკუთარ ინიციატივაზე ისაუბრა. მისი თქმით, უნდა შეიქმნას მომავლის ქარტია - "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის"

პრეზიდენტი ამბობს, რომ მზადაა პასუხისმგებლობა აიღოს პლატფორმის ჩამოყალიბებაში და ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც მისივე თქმით, ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს.


close დახურვა