logo
ENG



გახარია: გამოცდისას აბიტურიენტს პირბადის მოხსნა შეეძლება, შესაძლოა, ჩაირთოს კონდიციონერიც

02 ივლ 202011:38
3 წუთის საკითხავი
clock 933

„გამოცდის ჩაბარების დროს აბიტურიენტს პირბადის მოხსნის საშუალება ექნება“ , - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აკეთებს. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა დასაშვებ ნორმას ასცდება, კონდიციონერის ჩართვა ნებადართული იქნება.

„ფანჯრები ყველგან უნდა იყოს ღია. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა ავა 30 გრადუსამდე, შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვა.  რეკომენდაციები ჩვენ მიღებული გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზიაციებისგან და კომფორტულ გარემოს შევუქმნით ჩვენს აბიტურიენტებს, რათა მაქსიმალურად გამოავლინონ თავისი ცოდნა“, - განაცხდა გიორგი გახარიამ.

ეროვნული გამოცდები პანდემიის პირობებში 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. 25 ივლისს გაიმართება საგრანტო კონკურსიც. სამაგისტრო გამოცდებს კი პირველი აგვისტოდან 4 აგვისტომდე პერიოდში დაწერენ. 


close დახურვა