logo
ENG



გახარია: დამნაშავე სასწრაფოდ უნდა იყოს დაკავებული, რათა არ გაჩნდეს დაუსჯელობის აღქმა

22 ოქტ 202014:01
3 წუთის საკითხავი
 

22 ოქტომბრის მთავრობის სდომის დაწყებამდე, პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ზუგდიდში მომხდარი თავდასხმის შემდეგ სამართალდამცავმა უწყებამ სასწრაფოდ უნდა დააკავოს დანაშაულის ჩამდენი პირი. მანვე აღნიშნა, რომ არ უნდა გაჩნდეს დაუსჯელობის აღქმა.

"ყველას უნდა გვესმოდეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს უმთავრესი ამოცანა: უმძიმეს დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ, უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული. სამძებრო და ოპერატიული მოქმედებები მიმდინარეობს.

ყველა კანონიერი ინსტრუმენტი უნდა იყოს გამოყენებული ამ მიზნისთვის, რათა არ მოხდეს მსგავსი დანაშაულის ჩამდენების მხრიდან დანაშაულის დაუსჯელობის აღმის გაჩენა", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ზუგდიდში მდებარე საქართველოს ბანკის ცენტრალურ ფილიალში გუშინ, 21 ოქტომბერს მძარცველი შეიჭრა. მან მძევლები აიყვანა და 500 000 დოლარს ითხოვდა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ის ბანკიდან სამ მძევალთან ერთად წავიდა, მოგვიანებით ისინი გაათავისუფლა და ფულთან ერთად გაიქცა. შსს-ში ამბობენ, რომ მისი სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს


close დახურვა