logo
ENG



გახარია: მთავარი არხი არ დაუშვებს, მის სარედაქციო პოლიტიკაში ვინმე ჩაერიოს

03 ივლ 202012:11
3 წუთის საკითხავი
clock 372
mjsxznwueufvohv.jpg

პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან სუს-ის მიერ საბოტაჟის საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას არ დაუშვებს.

გახარიას თქმით, საქართველოს დღეს სამართლებრივი ჩარჩო არ აძლევს შესაძლებლობას, რომ რომელიმე მედიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიოს.

„დარწმუნებული ვარ, მთავარი, რა სახის გამოძიებაც არ უნდა დაიწყოს საქართველოს რომელიმე საგამოძიებო ორგანომ, არ დაუშვებს, რომ მის სარედაქციო პოლიტიკაში ვინმე ჩაერიოს. ამაში ვარ სრულად დარწმუნებული. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს დღეს სამართლებრივი ჩარჩო არ აძლევს შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური ან რამე სხვა თვალსაზრისით რომელიმე მედიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიოს. დარწმუნებული ვარ ამაში. შეკითხვას თუ რიტორიკული პასუხისთვის მისვამს, ჩემი პასუხი ასეთია - ვერ ჩაერევიან“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საბოტაჟის მუხლით აწარმოებს გამოძიებას. კერძოდ, საქმე ეხება "მთავარი არხის" მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელშიც რესპონდენტები კოვიდსტატისტიკის გაყალბებაზე საუბრობენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც უწყება, სასამართლოს განჩინებით, "მთავარი არხისგან" სადავო სიუჟეტის დაუმონტაჟებელი მასალის მიწოდებას ითხოვს.


close დახურვა