logo
ENG



გახარიას პარტიის წევრები "ოცნების" მხრიდან ზეწოლასა და დაშინების მცდელობაზე ლაპარაკობენ

30 აგვ 202118:49
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/30/hh311r2pwxnmm7v.png

გახარიას პარტიის წევრები ქართული ოცნების  მხრიდან ზეწოლასა და დაშინების მცდელობაზე ლაპარაკობენ. 

პარტია საქართველოსთვის წარმომადგენლებმა ბრიფინგი ოზურგეთში გამართეს და თქვეს, რომ დაბა ნასაკირალში მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნონა ტუნაძემ კანდიდატურა მოხსნა. ტუნაძის კანდიდატურა დღეს უნდა დარეგისტრირებულიყო. 

პარტიის წევრების განცხადებით, ტუნაძე ზეწოლის და შანტაჟის მსხვერპლი გახდა. 

მათ ამაში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე და მისი ძმა, ოზურგეთის მერობის კანდიდატი, ავთანდილ თალაკვაძე დაადანაშაულეს. 

"ძმები თალაკვაძეები გუშინ იმყოფებოდნენ დაბა ნასაკირალში. ისინი იყვნენ ქალბატონ ნონა წულაძესთან, სადაც მოხდა მასზე ზეწოლა, რომ მოეხსნათ კანდიდატურა. შესაბამის სტრუქტურებს ვთხოვთ, დაინტერესდნენ. ჩვენი კანდიდატების დაშინებების შემთხვევები ხშირია". - თქვა გახარიას პარტიის ერთ-ერთმა წევრმა. 

​ავთანდილ თალაკვაძე, თავის მხრივ, ზეწოლის შესახებ ბრალდებას უარყოფს, თუმცა, ნონა ტუნაძესთან შეხვედრას ადასტურებს. 

"გია ცეცხლაძის საარჩევნო კამპანია არის წარუმატებელი. ოზურგეთში დღემდე არ იციან მისი საარჩევნო კამპანიის შესახებ. როგორც ჩანს, შტაბი ეშლებათ და ცდილობენ, ჩვენ გადმოგვაბრალონ. თავიდანვე ცდილობდნენ, საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ. აშკარაა, რომ მათი პარტია ქართული ოცნების ხმებს ეპოტინება". - თქვა ავთანდილ თალაკვაძემ. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა გახარიას პარტიის წარმომადგენლები მმართველი გუნდის მხრიდან ზეწოლაზე ლაპარაკობენ.

მაგალითად, 23 აგვისტოს საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს, მოგვიანებით კი ფერმა დაუყადაღეს. საქმე 15 წლის წინანდელ სავარაუდო დარღვევებს ეხება. 

იმავე დღეს, 23 აგვისტოს, პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი მიქელაძემ თქვა, რომ მათ კანდიდატებს ქართული ოცნება სოლიდურ თანხას სთავაზობს, რათა წარდგენის შემდეგ გახარიას გუნდის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთონ. 


close დახურვა