logo
ENG



გახარია: ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ

21 ნოე 201910:14
3 წუთის საკითხავი
 
e296o22m7vwht5t.jpeg

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საოკუპაციო რეჟიმის მიერ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება. გახარიას თქმით, ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს იყენებს, რათა ექიმის გათავისუფლებაუახლოეს პერიოდში მოხდეს. 

"გაცნობებთ, რომ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები აქტიურად მოქმედებენ 24-საათიან რეჟიმში. ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს, რომელიც გაგვაჩნია და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელიც აუცილებელია მსგავს მძიმე სიტუაციაში. ამიტომ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესის სპეციფიურობიდან გამომდინარე, ინფორმაციის გავრცელების შესაბამისი სტანდარტები და პირველ რიგში ეს სტანდარტები უნდა გავითვალისწინოთ ბატონი ვაჟას და მისი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე. 

 

 


close დახურვა