"საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიების დარიცხვა და შესაბამისად, გაცემა, დაიწყება ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგის მიხედვით", - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა.
გახარიას თქმით, პენსიების აღების დროს არის რიგები, რაც კორონავირუსის გავრცელების რისკს ქმნის.
"ჩვენი შემდგომი ყურადღების ცენტრი არის ჩვენი ღვაწმოსილი მოხუცები, ჩვენი პენსიონერები. მათ პენსიები ყოველი თვის 14 რიცხვში ერიცხებათ, ეს საკმაოდ მაღალი დისკომფორტია და რიგების საბაბი. პანდემიის პირობებში, ეს ეპიდემიის გავრცელების მაღალი რისკის მატარებელია. მოხუცები არიან მაღალი რისკის ჯგუფში, ამიტომ საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიების დარიცხვა და შესაბამისად გაცემა, დაიწყება ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე შესაბამისი განრიგის მიხედვით. ყველა პენსიორს ეცოდინება თავისი განრიგი. ამას უზრუნველყოფს ბანკი, არანაირი ტექნიკური შეფერხება და პრობლემა არ იქნება", - განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, ინიციატივის მიზანი მობილობის რიგების შემცირებაა.
"შესაბამისად, მთავარი შედეგი უნდა მივიღოთ, რომ მობილობა, რიგები უნდა დაეცეს და პენსიონერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, არა ერთ დღეს, მთელი საქართველოს მასშტაბით ყველამ მიიღოს პენსია, არამედ პირველი რიცხვიდან 14 რიხვამდე თანმიმდევრულად, წყნარად, მშვიდად“, – განაცხადა გახარიამ.