logo
ENG



გახარია: შეზღუდვები საარჩევნო აგიტაციას და კამპანიას ხელს ვერანაირად ვერ შეუშლის

10 სექ 202012:00
3 წუთის საკითხავი
 
xp3blte0t0r581u.jpg

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შეზღუდვა ადამიანების შეკრებასთან დაკავშირებით, საარჩევნო აგიტაციას და კამპანიას არ ეხება, რადგან ამკრძალავი ღონისძიებები საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო კამპანიის ჩატარებას ხელს ვერ შეუშლის.

"ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ შეზღუდვა არანაირად არ ეხება საარჩევნო აგიტაციას და კამპანიას, რამეთუ ამკრძალავი ღონისძიებები ვერანაირად შეუშლის ხელს საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო კამპანიის ჩატარებას", - წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 10 სექტემრიდან ქორწილების, იუბილეებისა, სარიტუალო და სხვა სოციალური ღონისძიებების ჩატარება აიკრძალა. საკოორდინაციო საბჭომ ეს გადაწყვეტილება შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მიიღო.


close დახურვა