logo
ENG



გახარია მოქალაქეებს: დავიცვათ წესები, ეს მოგვცემს საშუალებას, უფრო სწრაფად გავხსნათ ეკონომიკა 

07 მაი 202014:12
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოსახლეობას მოუწოდებს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების შესრულება გააგრძელოს. 

როგორც პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, თუ მოსახლეობა ყველა რეკომენდაციას და დაწესებულ შეზღუდვას შეასრულებს, ეკონომიკა ქვეყანაში მალე ამუშავდება. 

"მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რომ დავიცვათ ის ელემენტარული წესები, რომელიც ვირუსმა და პანდემიამ ჩვენს ცხოვრებაში შემოიტანა. სოციალური დისტანცია, პირბადე, ელემენტარული ჰიგიენის წესები - ამ წესების დაცვა მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო სწრაფად და ეფექტურად გავხსნათ ეკონომიკა და ვიყოთ უფრო კონკურენტუნარიანები", - განაცხადა გახარიამ.  


close დახურვა