"ამას რა უნდა ვუპასუხო, ჩვეულებრივი დემაგოგია"-ასე შეაფასა პრემიერმა რომან გოცირიძის მიერ დასმული შეკითხვები პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენაზე. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გახარიას მოსთხოვა პასუხი ქვეყანაში არსებულ სიღარიბესა და უმუშევრობის ზრდაზე.
"თქვენ ის კი არ გაინტერესებთ პენსიონერებს რა უნდათ და სიღარიბის კუთხით რა ვითარებაა, თქვენ ის გაინტერესებთ, კვირიკაშვილი რატომ მოხსნეს, წარსულში ცხოვრობთ",-აცხადებს გახარია.
