საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან 2020 წლისთვის სრულად გათავისუფლდება.
გარდა ამისა, როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადები 9 თვით, წლის ბოლომდე გადავადდება.
„აქ ვერ დავპირდებით ვერავის საშემოსავლოს სრულ ჩამოწერას, თუმცა გადავადებისა და შემდგომი ეტაპობრივი გადახდის სქემებზე საუბარი შესაძლებელია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ კრიზისის მართვის პირობებში, 50 ნომრამდე სასტუმროებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას დავპირდით და გავაკეთეთ. რამდენიმე ათასმა ბიზნეს ოპერატორმა და კომპანიამ ისარგებლა ამ შეღავათით. დღეს ვაწესებთ ახალ ნორმას, ჩვენ დავასუბსიდირებთ სასტუმროებს, რომელთა ბრუნვა არის 20 მილიონ ლარამდე, სესხის პროცენტს რაც ასევე სერიოზული მხარდაჭერა იქნება დარგის განვითარებისთვის“,-განაცხადა პრემიერმა.