logo
ENG



გახელაძის ოჯახმა დასავლეთისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი გადაკეტა

05 თებ 202118:59
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/05/z8h5dsqtvhhusaa.png

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ზაზა გახელაძის ოჯახმა დასავლეთისკენ მიმავალი ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა. 

ადგილზე ანტისაოკუპაციური მოძრაობა ძალა ერთობაშიას ლიდერი დავით ქაცარავაც იმყოფება და გზის გადაკეტვის კადრებს სწორედ ის ავრცელებს. 

როგორც ქაცარავამ აღნიშნა, პოლიციის მოწოდების შემდეგ ოჯახმა მოძრაობა გახსნა.  

"ჩვენ მოვემართებოდით ახლა დასავლეთის მიმართულებით, გზა იყო გადაკეტილი. გახელაძის ოჯახის წევრებმა გადაკეტეს აქ ავტობანი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოძრაობა შეზღუდული იყო. ფაქტია, რომ ოჯახი თავის ლეგიტიმურ გულისწყრომას და აღშფოთებას გამოხატავს. პოლიცია აქ არის და პოლიციის თხოვნის შედეგად, ოჯახმა მოძრაობა ახლა გახსნა.

მე ვუერთდები როგორც რიგითი მოქალაქე ოჯახის ამ პროტესტს და მისი მხარდამჭერი ვარ ამ ბრძოლაში. მოვუწოდებ საზოგადოებას რომ აუცილებლად ამ ოჯახს გვერდით დაუდექით", - განაცხადა დავით ქაცარავამ. 

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის გახელაძის ოჯახი იგოეთის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. 

ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წელი და 6 თვე მიუსაჯეს

ზაზა გახელაძე 6 თვის წინ, 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. გახელაძეს 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა. 

 


close დახურვა