logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 6 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

04 ნოე 202211:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/04/egrzewm3agqbmsu.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 6 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის ვერხნეკამენსკოეს, სპირნეს, მარინკას, ნოვომიხაილოვკას, ვოდიანესა და პავლოვკას დასახლებულ პუნქტებში," - განაცხადა გენერალურმა შტაბმა.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 4 სარაკეტო და 28 საჰაერო დარტყმა დარტყმა განახორციელეს. რუსული თავდასხმის შედეგად 30-მდე დასახლება დაზარალდა. მათ შორისაა ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, დონეცკისა და ხერსონის რეგიონები.

გენშტაბის თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 21 დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 74 840 ჯარისკაცი დაკარგა.


close დახურვა