logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 7 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

04 ოქტ 202210:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/04/6ac9vt7fxpyvyfw.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელმა დამცველებმა მტრის თავდასხმები 7 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

"გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მტრის თავდასხმები მოიგერიეს ვიიმკას, მაიორსკის, სპირნეს, ოზერიანივკას, ბახმუცკეს, კამიანკას და ტერნოვი პოდის დასახლებულ პუნქტებში.

მტერი არ წყვეტს თავდასხმას სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებზე. ოკუპანტების საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე მთელ უკრაინაში რჩება," - განაცხადა გენერალურმა შტაბმა.

გენშტაბის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე 3 სარაკეტო და 12 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, უკრაინის გენშტაბი აღნიშნავს, რომ რუსული ძალების მხრიდან თავდასხმის შედეგად 20-ზე მეტი დასახლება დაზარალდა.

გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო დღე-ღამეში რუსეთმა უკრაინაში 370 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა