logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 9 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

17 ოქტ 202211:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/17/r28ncrcandn3b6m.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელმა დამცველებმა მტრის თავდასხმები 9 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მტრის თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის, ტორსკოეს, სპირნეს, სოლედარის, ბახმუტის, მაიორსკის, ვოდიანის, კრასნოჰორივკას, მარინკასა და ნოვომიხაილივკას დასახლებულ პუნქტებში.

მტერმა 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს დაარტყა. კერძოდ, ბილოპილიას სუმის ოლქში, სლავიანსკის, პავლივკასა და ნოვოსილკას დონეცკის ოლქში, მარგანეცს დნეპროპეტროვსკის ოლქში, პრავდინესა და ბილოჰირკას ხერსონის ოლქში. მტერმა მიკოლაივს თხუთმეტი კამიკაძე დრონით შეუტია, მათგან თერთმეტი ჩვენმა დამცველებმა ჩამოაგდეს. გასული დღის განმავლობაში, მტერმა განახორციელა 2 სარაკეტო და 26 საჰაერო დარტყმა," - განაცხადა გენერალურმა შტაბმა.

გენშტაბის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 30-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 65 320 ჯარისკაცი დაკარგა.


close დახურვა