logo
ENG



გენშტაბი: უკრაინამ რამდენიმე შტურმი მოიგერია, ხერსონში სოფელი გავათავისუფლეთ

02 ივლ 202222:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/02/160zoo5crw8s38w.png

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტების რამდენიმე თავდასხმა მოიგერიეს.

სლავიანსკის მიმართულებით ოკუპანტები ბრძოლას აგრძელებენ, თუმცა სხვადასხვა მიმართულებით ოკუპანტების შტურმი ვერ შედგა.

"ხარკივის მიმართულებით ოკუპანტები ისევ ძველ პოზიციებს იკავებენ, ისვრიან ტანკებიდან, არტილერიიდან და შეტევაზე არ გადმოდიან. ცეცხლი გაუხსნეს რამდენიმე რაიონს. შტურმი დაიწყეს დემენტიევკას დასახლებულ პუნქტში, თუმცა კრახი განიცადეს. აღმოსავლეთ ბუგსკის მიმართულებით ოკუპანტები პერიოდულად ესვრიან სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურას. გავათავისუფლეთ ერთი დასახლებული პუნქტი. უკრაინის შეიარაღებული ძალების მუშაობის შედეგად ოკუპანტებისგან განთავისუფლდა დასახლებულუ პუნქტი ივანოვკა", - წერია გენშტაბის ინფორმაციაში.


close დახურვა