logo
ENG



გენშტაბი: უკრაინელებმა რუსების 8 იერიში მოიგერიეს, საბრძოლო მასალების 3 საწყობი გაანადგურეს

26 სექ 202221:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/26/vnfei0fwwunvxmi.jpg

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტების 8 იერიში მოიგერიეს და საბრძოლო მასალების 3 საწყობი გაანადგურეს.

როგორც გენშტაბში ამბობენ, რუსები ცდილობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე პოზიციების შენარჩუნებას და დონეცკის ოლქის სრულ ოკუპაციას.

"რუსები ესვრიან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ცდილობენ სხვადასხვა ოლქებში პოზიციების დაბრუნებას და აწარმოებენ დაზვერვას. ბოლო 24 საათში, ჩვენმა სამხედროებმა მოიგერიეს რუსების იერიში დასახლებულ პუნქტებში: სპირნოეში, სოლედარში, პოდგოროდნოეში, ბაჰმუტში, მაიორსკში, კამენკაში, პობედასა და პავლოვკაში. უკრაინულმა ავიაციამ მტრის პოზიციებს დაახლოებით 20-ჯერ გაუხსნა ცეცხლი. დადასტურდა, რომ 13 რაიონში ოკუპანტების სამხედრო ტექნიკა განადგურდა, რუსებმა განიცადეს ადამიანური რესურსების დანაკარგიც. ლიკვიდირებული რუსი სამხედროების რაოდენობა ზუსტდება", - წერია გენშტაბის განცხადებაში.


close დახურვა