logo
ENG



გენშტაბი: უკრაინელებმა ქვეყნის სამხრეთით დიდი რაოდენობით რუსული ტექნიკა გაანადგურეს

27 სექ 202210:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/27/wgx93wy2bqlvzin.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელებმა ქვეყნის სამხრეთით დიდი რაოდენობით რუსული ტექნიკა გაანადგურეს.

გენშტაბის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონში, მელიტოპოლსა და ტოკმაკში რუსული ძალების პირადი შემადგენლობა და აღჭურვილობა გაანადგურეს. მათ შორის 10-მდე ერთეული იარაღი, სატვირთო მანქანები, სამხედრო ტექნიკა და 20-მდე რუსი ოკუპანტი.

"ზაპოროჟიეს ოლქის ტოკმაკისა და ჩერნიგოვკას ტერიტორიებზე მტრის C-300 სარაკეტო კომპლექსი და ხუთი ერთეული სამხედრო ტექნიკა განადგურდა, 50-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაჭრილია. დღის განმავლობაში, თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები სოლედარის, კურდიუმივკას, ზაიცევოს, მაიორსკის, ბახმუტის, კამიანკას და პერვომაისკის რეგიონებში," - განაცხადა გენერალურმა შტაბმა.

უკრაინის გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ბოლო დღე-ღამეში რუსეთმა უკრაინაში 550 ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ 28 საჰაერო დარტყმა განახორციელა. 


close დახურვა