logo
ENG



გენშტაბი: უკრაინელებმა 3 დასახლებულ პუნქტთან ოკუპანტების იერიში მოიგერიეს

23 სექ 202221:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/23/xrmcqu4f7357t07.jpg

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 3 დასახლებულ პუნქტთან რუსი ოკუპანტების იერიში მოიგერიეს. საუბარია კუპიანსკზე, ზაიცევოსა და ნოვომიხაილოვკაზე.

გენშტაბში ამბობენ, რომ რუსი სამხედროები მთელ ძალისხმევას იყენებენ, რათა დონეცკის ოლქის სრული ოკუპაცია მოახდინონ.

"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ორი სამხედრო, ჯავშან მანქანა. ავიაციის მეშვეობით განადგურდა 10 რაიონი, სადაც ოკუპანტები იყვნენ მობილიზებული, დაზიანდა სამხედრო ტექნიკა. ასევე განადგურდა ორი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი. ბოლო 24 საათში გაანადგურეს ოკუპანტების საბრძოლო მასალის 3 საწყობი", - აცხადებენ გენშტაბში.


close დახურვა