logo
ENG



გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

24 დეკ 202221:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/24/64em2e0c9ogirep.jpg

უკრაინული მედიის ცნობით, გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა.

სამხედრო დახმარების პაკეტში შედის Bergerpanzer 2 ჯავშანტექნიკა. გარდა ამისა, გერმანიამ გაგზავნა 13 მანქანა, ერთი სასწრაფო დახმარების და ორი სატვირთო მანქანა.  ამასთან, ბერლინი ახლა 50 საველე გამათბობლის გადასაცემად ემზადება.

სექტემბერში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა Mars II MLRS და Dingo ჯავშანტექნიკა მიიღეს. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ უკრაინას Iris-T საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა.

13 დეკემბერს, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ახლა გერმანია მხოლოდ ამკაცრებს სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არა მხოლოდ ანადგურებს უკრაინის ინფრასტრუქტურას, ქალაქებსა და სოფლებს, არამედ უამრავი ადამიანის სიცოცხლეს და რუსეთის მომავალს.


close დახურვა