logo
ENG



გერმანია გრანტის სახით უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს გამოყოფას აპირებს

29 მაი 202220:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/29/e6vixd4qchykbkf.jpg

გერმანია უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფას აპირებს. ინფორმაციას უკრაინაში გერმანიის ელჩი ანკა ფელდგუზენი ავრცელებს.

როგორც დიპლომატი Twitter-ზე წერს, ეს საკითხი მან უკრაინის ფინანსთა მინისტრთან სერგეი მარჩენკოსთან განიხილა.

"განვიხილე ფინანსთა მინისტრ სერგეი მარჩენკოსთან აქტუალური მდგომარეობა ფინანსურ სფეროში და გრანტის გამოყოფის (1 მილიარდი ევრო) საკითხი, როგორც დახმარება გერმანიის მხრიდან", - წერს გერმანიის ელჩი.


close დახურვა