logo
ENG



გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი უკვე საქართველოშია

06 ოქტ 201918:52
3 წუთის საკითხავი
 
6hhmmaqq63g6epm.jpg

გერმანიის პრეზიდენტი საქართველოში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. სტუმარს აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრეიშვილი დახვდნენ.

ოფიციალური შეხვედრები ხვალიდან დაიწყებადახვედრის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. გერმანიის და საქართველოს პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან.

შტაინმაიერი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. სტუმარი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

დაგეგმილია კახეთში ვიზიტიც.

წინასწარი ინფორმაციით, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, რომელიც სამშვიდობო ინიციატივებითაა ცნობილი, საქართველოსთვის კონკრეტული შემოთავაზება არ აქვს. თუმცა, მისი ვიზიტის მიმართ მოლოდინი მაინც დიდია.

სწორედ შტაინმაიერის მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით გაფორმდა შეთანხმება, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებას გულისხმობს. ეს გეგმაშტაინმაიერის ფორმულის" სახელითაა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ის 2008 წელს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონს, აფხაზეთს სტუმრობდა, თუმცა, მის მცდელობებს მაშინ შედეგი არ მოუტანია. მალე რუსეთ-საქართველოს ომიც დაიწყო.

ვიზიტი 8 ოქტომბერს დასრულდება.

 


close დახურვა