ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში კოვიდინფიცირებული პაციენტების გამოჯანმრთელების რაოდენობამ მოიმატა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაამარცხა ე.წ. მეხუთე პაციენტმა ის „გეფას“ ხელმძღვანელია, რომელმაც კლინიკაში ზუსტად 61 დღე გაატარა. იტალიიდან ჩამოსვლის შემდეგ, ის კლინიკაში 5 მარტს შეიყვანეს.
შეგახსენებთ, ამ მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 604 შემთხვევა ფიქსირდება. დადასტურებული შემთხვევებიდან გამოჯანმრთელებულია 240 პაციენტი, გარდაცვლილია - 9.