ნიკა გვარამიას პროკურატურა ბრალს უმძიმებს. ბრალის დადგენილებაში კი, ტელეკომპანია "ფორმულას" დირექტორი ზურაბ გუმბარიძეც არის ნახსენები. როგორც გავარმიამ განაცხადა, ბრალდება ამჯერადაც უსამართლოა და ხელისუფლება განაგრძოს მის დასჯას. თუმცა დარწმუნებულია, რომ ამ გზით მთავრობა ცდილობს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გაკოტრებას.
"მანქანა, რომელიც მე არ მიყიდია. ვინც იყიდა, ეს გახლავთ ჩემი მეუღლე, რომელიც აქ არის. საერთოდ პროკურატურას ჩვევაში აქვს, რომ მე არ დამკითხოს და ისე წამიყენოს ბრალი. იქნებ განსაკუთრებული მტკიცებულება მაქვს ან ვაღიარებ ბრალს.... ერთადერთი კითხვა მქონდა პროკურატურასთან, რაც თვითონ მოიგონეს, ესეც რომ არ დამეტოვებინა და პრემიის სახით ამეღო ან მანქანა, ან თანხა და მერე ეს მანქანა მეყიდა, სად მიდიოდნენ მერე, ანუ დანაშაულის შემადგენლობა ხომ არ დგებოდა. პროკურატურა არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია და ვწუხვარ, მაგრამ ამ ბიჭებსაც, ვინც ბრალს მიყენებს და იცის, რომ უკანონოდ აკეთებს, ვხედავ ციხეში. ჩემი ამოცანა და მისიაა, ივანიშვილის ამ ქვეყნიდან წასვლა ან ციხეში მოხვედრა. დიდი აზრი არ აქვს ამას, მაგრამ როგორც ქვეყნისთვის ჯობია, ისე მოვიქცევი, როგორც უნდა ისე მოიქცეს, მაგრამ მთავარია ის, ვინ გაიმარჯვებს ბოლოს და ეს მე ვარ,"- განაცხადა გვარამია.
შეგახსენებთ, გვარამიას ახალი ბრალი პროკურატურამ დღეს წაუყენა.