logo
ENG



გვარამია მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცემს ჩვენებას - საძაგლიშვილი

10 ივლ 202019:58
3 წუთის საკითხავი
 
ltvnxno2rj7dqvf.jpg

ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ ნიკა გვარამიამ უარი განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე და მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცემს ჩვენებას.

დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, შაქარაშვილის საქმეზე რა კონკრეტული კითხვები ექნება გამოძიებას, მათთვის უცნობია.

„გვარამია დაიბარეს შსს-ში შაქარაშვილის საქმეზე - უცნობია კონკრეტულად რაზე. ჩვენ განვუცხადეთ, რომ არ აპირებს გამოცხადებას შსს-ში და თუ სურვილი აქვთ, უნდა მიმართონ სასამართლოს, სადაც მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოხდება ჩვენების მიცემა.

ვერ გეტყვით ზუსტად - სავარაუდოდ უკავშირდება გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს საქმესთან დაკავშირებით. ალბათ აინტერესებთ წყარო ინფორმაციის“, - აცხადებს დიტო საძაგლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია გამოკითხვაზე დღეს დაიბარეს.


close დახურვა