logo
ENG



გვაქვს ერთი რთული შემთხვევა, სადაც პირველწყაროს ვერ ვაგნებთ - გამყრელიძე

27 მარ 202022:07
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევა არსებობს, რომლის პირველ წყაროს ვერ აგნებენ.

როგორც გამყრელიძემ გადაცემაში "სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა" აღნიშნა, ამ ეტაპზე სპეციალისტები ცდილობენ პირველ წყაროს დადგენას, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ეს ვერ მოხერხდება, 

რაც შეეხება მარნეულის შემთხვევას, გამყრელიძემ განმარტა, რომ დაინფიცირებული ქალის პირველ წყარო პრაქტიკულად დადგენილია. 

"ერთ-ერთი შემთხვევა არის თუ არ ვცდები გუშინ დადასტურებული სადაც ვმუშაობთ კიდევ წყაროს დადგენაზე, რომელიც გარკვეულად გართულებულია მრავალმხირივი კონტაქტების გამო. მარნეულის შემთხვევაში დაახლოებით ვიცით პირველწყარო იმას არ ჩავთვლით შიდა გავრცელებად, მაგრამ გვაქვს ერთ-ერთი რთული შემთხვევა კონტაქტების თვალსაზრისით, სადაც ინტენსიური მუშაობა მიდის კონტაქტების გამოსავლენად და გვაქვს ეჭვი, რომ წყაროზე ვერ გავიდეთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 83 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან 14 უკვე განიკურნა. კარანტინში ბოლო მონაცემებით 4 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება. გარდა ამისა, დაინფიცირებულებს შორის ერთი ორსულია. 

 


close დახურვა