logo
ENG



გვაქვს რეალობა, როცა ხელისუფლება რუსული გავლენების გამტარებელია - დეკანოიძე

20 ივნ 202019:13
3 წუთის საკითხავი
 

ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა რუსული პოლიტიკის გამტარებელია და აქცია სწორედ ამის წინააღმდეგ იმართება.

„ამიტომ ვდგავართ ახლაც და ვიდექით შარშანაც - ქართველი ხალხის ნება არის ევროატლანტიკური სივრცე, არა რუსეთი", - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ რიტორიკა უნისონშია რუსულ პროპაგანდასთან და სწორედ ამას აპროტესტებს ქართველი ხალხი - პრორუსულ მთავრობას.

„სამწუხაროა, რომ ხელისუფლება უნისონში საუბრობს რუსეთთან. როცა გავრილოვი გააძევეს, თქვა, ბოდიში მომიხადონო და დააბრალა ეს ოპოზიციონერ დეპუტატებს. გვაქვს რეალობა, როცა რუსული გავლენების გამტარებელი არის ხელისუფლება. მთავარი ბრძოლა იქნება ოქტომბერში, რომ ეს ხელისუფლება იქნას გაძევებული, მივიღოთ მრავალფეროვნება, კანონის უზენაესობა. რურუა ისევ პატიმრობაშია და არ სრულდება შეთანხმება.

მძიმეა, როცა საქმეს, რომელიც უნდა იყოს საჯარო, ადევს გრიფით საიდუმლო. არცერთი სპეცრაზზმელი და გადაჭარბებული ძალის გამომყენებლები არ დასჯილან. ომბუდსმენი ანგარიში იყო, რომ დადგენილი არაა ვინ გასცა ბრძანება, არადა, ვიცით, რომ გახარიამ და ივანიშვილმა გასცეს ბრძანება. ამ სპეცრაზმელებს დაურიგეს პრემიებიც, ვინც აქ იყვნენ. კანონის უზენაესობა არა მხოლოდ არ არსებობს, მხოლოდ ოპოზიციის მიმართ ისმის ბრალდებები. წამოვიდა ტალღა, ოქრუაშვილი ციხეში ჩასვეს. ყველაფერი ეს არის კომპლექსური საკითხი - არა რუსეთს, ნიშნავს განვითარებას, დემოკრატიას, ყველაფერს ისეთს, რასაც მოაქვს ადამიანების კეთილდღეობა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე აქცია მიმდინარეობს - 20 ივნისიდან ერთი წლის თავზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აპროტესტებენ რუსეთისადმი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებასა და გავრილოვის ღამის მოვლენებს.


close დახურვა