logo
ENG



გზაში ვარ 2 საათია - მოქალაქეები, რომლებიც ახალ აკრძალვებს ემორჩილებიან

17 აპრ 202014:07
3 წუთის საკითხავი
 

უკვე 2 საათია, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა. გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ტვირთმზიდი მანქანების, ადგილზე მიტანის სერვისის და სადისტრიბუციო ავტომობილებისთვის. 

აკრძალვა დედაქალაქს უკვე დაეტყო, რადგან მოძრაობა მკვეთრად შემცირებულია. მოძრაობს მხოლოდ ის ავტომობილი, რომელთაც აქვთ ნებართვა მიღებული. მოქალაქეები ალტერნატიულ ტრანსპორტსაც იყენებენ, მათ შორის ველოსიპედი, მოპედი. მოქალაქეების თქმით, ისინი ცდილობენ შეზღუდვები გაითვალისწინონ, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან გარკვეულ დისკომფორტს უკავშირდება.

"ნაძალადევიდან მივდივარ კლინიკაში რომ ნაკერები მოვიხსნა. სასწრაფოში ვრეკავ და არ არსებობს. მოვა საათ-ნახევარში. დღეს გავიგე, რომ 12-ის მერე აღარ შეიძლებოდა და გზაში ვარ დაახლოებით 2 საათია",-აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე. 

ანალოგიური ვითარებაა საქართველოს სხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტბშიც. მოქალაქეების თქმით, ისინი ემორჩილებიან აკრძალვებს, ამიტომ ვისაც საშუალება აქვს, მოპედის გადაადგილდება. 

შეგახსენებთ, რომ დამატებითი შეზღუდვები დღეიდან ამოქმედდა და ის 21 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. აკრძალულია მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, 31 მარტიდან ამოქმედდა საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი. გარდა ამისა, ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორისაა თბილისი. 


close დახურვა