logo
ENG



გივი ორჯონიკიძის დაბადებიდან 90 წლისთავსადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

02 დეკ 201917:23
3 წუთის საკითხავი
 
983auok1dmgb7th.jpg

3 დეკემბერს გივი ორჯონიკიძის დაბადებიდან 90 და გარდაცვალებიდან 35 წლისთავსადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. კონცერტი „სილქ ფაქტორი სტუდიოს" პავილიონში 21:30 საათზე დაიწყება. გია ყანჩელის „ქარით დატირებულს" საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი წარმოადგენს. ლიტურგია, რომელიც კომპოზიტორმა სწორედ გივი ორჯონიკიძს ხსოვნას მიუძღვნა, ორკესტრისა და სოლო ალტისათვის დაიწერა. ეროვნულ მუსიკალურ ცენტრთან ერთად კონცერტში წმინდა სამების საპატრიარქო გუნდი მონაწილეობს. 

„ორჯონიკიძე ყანჩელის ბიოგრაფიაში და ცხოვრებაში ძალიან დიდი მეგობარი იყო და გზამკვლევი იყო. თავის სამშობლოში და ორჯონიკიძის საიუბილეო დღეების ფარგლებში ალბათ კიდევ სხვა დატვირთვა აქვს. ყანჩელი ელოდებოდა ამ კონცერტს და მგონია, რომ უკვე სხვა ფორმით მაინც დაესწრება“, - განაცხადა დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველმა. 


close დახურვა