logo
ENG



გიორგი ბარამიძე დააკავეს

11 სექ 202618:12
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/11/fz9o4ajs0fmzu7c.png

 "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დააკავეს. პოლიტიკოსის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რის შემდეგადაც, მას  პროკურატურის წარმომადგენლებმა ხელბორკილები დაადეს.

დაკავების ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მეუღლემ გაავრცელა.

უცნობია, რა გახდა დაკავების მიზეზი. პროკურატურას ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

მანამდე, 7 აგვისტოს პროკურატურამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით "სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე" გამოძიება დაიწყო.

საქმე ეხება, ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს გადაცემა "საქართველოს დაბადება" სადაც მან თქვა, რომ აფხაზეთში ომის დასაწყისში ქართულ მხარეს ტყვეები არ ჰყავდა იმიტომ, რომ მათ "ხვრეტდნენ."

 


close დახურვა