სასამართლომ გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო.
პროცესს ესწრებოდა ბრალდებულიც.
აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე საკუთარ სახლში დააკავეს. პროკურატურა მას "სამშობლოს ღალატს ანუ საბოტაჟს" ედავება.
დაკავების საბაბი არის ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუ გადაცემაში "საქართველოს დაბადება" სადაც მან თქვა, რომ აფხაზეთში ომის დასაწყისში ქართულ მხარეს ტყვეები არ ჰყავდა იმიტომ, რომ მათ "ხვრეტდნენ."
