logo
ENG



ფარულავა ბარამიძის დაკავებაზე: უმძიმესი დანაშაული მიუძღვით მდინარაძეს, კობახიძეს

14 სექ 202612:13
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/14/hw31kbs65ukrsi9.png

"გახარია საქართველოსთვის" დეპუტატი, გიგა ფარულავა, გიორგი ბარამიძის დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, თუ "ოცნებას" ბარამიძის კონკრეტული განცხადება გადაჰყავს სამართლებრივ ჭრილში, ასევე, არანაკლებ უმძიმესი დანაშაული მიუძღვით მდინარაძეს, კობახიძეს, "ოცნების" იმ წევრებს, რომლებიც საქართველოს დღემდე ადანაშაულებენ ომის დაწყებაში.

"ბარამიძის სიტყვები არის უმძიმესი პოლიტიკური დანაშაული და მან ამისთვის პოლიტიკური პასუხი უნდა აგოს. თუ "ოცნებას" ეს სამართლებრივ ჭრილში გადაჰყავს, პირველ რიგში, თავად იაგო ხვიჩიაც უნდა იჯდეს მის გვერდით, ვინც რეალურად, ჩაიწერა, გაავრცელა და საზოგადოებას მიაწოდა ეს ინფორმაცია. ეს არ იყო პირდაპირი ეთერი, ეს იყო დამონტაჟებული გადაცემა, რომელიც დღემდე ინტერნეტსივრცეში დევს. მათი განვითარებული ლოგიკით, რატომ არის დღესაც ხელმისაწვდომი მასალა მთელი ინტერნეტსივრცისთვის და საზოგადოებისთვის?!

როდესაც "ოცნებას" ბარამიძის კონკრეტული განცხადება გადაჰყავს სამართლებრივ ჭრილში, მინდა პარალელი გავავლო და ვთქვა, რომ ასევე, არანაკლებ უმძიმესი დანაშაული მიუძღვით მდინარაძეს, კობახიძეს, "ოცნების" იმ წევრებს, რომლებიც საქართველოს დღემდე ადანაშაულებენ ომის დაწყებაში. მათ, დღეს იქნება თუ ხვალ, აუცილებლად მოუწევთ უმკაცრესი პასუხისგება იმ ქმედებებისთვის, რაც ჩვენი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გააკეთეს", - თქვა ფარულავამ.

 


close დახურვა