logo
ENG



გიორგი გახარია კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა

11 მარ 202012:17
3 წუთის საკითხავი
clock 429

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია  კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა. მან ბანკების წამროამდგენლებთან ისაუბრა იმ კოორდინირებულ ნაბიჯებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები კორონავირუსის გავრცელებით ტურიზმის სექტორზე გამოწვეული ნეგატიური გავლენების შემცირებისთვის გადადგამს. როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, ეკონომიკური ბლოკი ქვეყანაში ერთიანი ძალებით შეეცდება გამოწვევებთან გამკლავებას. 

„პრემიერ-მინისტრი და მასთან ერთად ჩვენ, ეკონომიკური ბლოკი შევხვდით საბანკო სექტორს. ამ შეხვედრას ჰქონდა ორგვარი მიზანი. ერთ-ერთი მიზანია, ჩვენ ყველამ ვიმუშაოთ და უახლოეს მომავალში ტურიზმის სექტორს შევთავაზოთ გარკვეული ანტიკრიზისულ გეგმა, რაც ეფექტური იქნება. ამაში ჩვენც და საბანკო სექტორიც ერთიანები ვართ., მეორე ამოცანა იყო გაგვეცვალა ხედვა და პერსპექტივები ზოგადად ეკონომიკის მდგრადობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.აქაც გვექნება საკმაოდ მწყობრი ხედვა და გეგმა", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ საჭიროა სწრაფი და კოორდინირებული მოქმედებას, რათა გრძელვადიანი და მოკლევადიანი გამოწვევები დაიძლიოს.

„მიმდინარე მოვლენები ბევრს გამოწვევას ქმნის ეკონომიკაში - ამ დროს მნიშვნელობა აქვს კოორიდინირებულ ქმედებას, რომ ეს გამოწვევები, მოკლევადიანიც და გრძელვადიანიც, დაიძლიოს მაქსიმალურად ნაკლები დანახარჯებით", - ამბობს კობა გვენეტაძე.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე დღეში უკვე ცნობილი გახდება, რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს მთავრობა გამოწვევებთან გასამკლავებლად.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით იქმნება ძალიან სწრაფი და მოქნილი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ეფექტების დათვლაზე, ერთობლივი ნაბიჯების შემუშავებაზე, რომელსაც განახორციელებს საქართველოს მთავრობა. ეს ჯგუფი რამდენიმე დღეში საჯაროდ გააჟღერებს ამ ნაბიჯებს",  - აცხადებს ბექა ლილუაშვილი

შეხვედრის ფორმატში განიხილეს კორონავირუსის ეკონომიკური გავლენები, განსაკუთრებით ისეთ მოწყვლად სექტორებზე ამ ვირუსის მიმართ, როგორიც არის მაგალითად ტურისტული ინდუსტრია. აქცენტები გაკეთდა საბანკო სექტორისა და სახელმწიფოს კონკრეტულ ნაბიჯებზე იმისთვის, რომ მაქსიმალურად შერბილდეს ის ნეგატიური ეკონომიკური გავლენები, რაც შეიძლება პოტენციურად მოჰყვეს ვირუსის გავრცელებას. 

„შევთანხმდით, რომ მოხდება კიდევ ერთი შეხვედრა - ვისაუბრებთ კონკრეტულ ნაბიჯებსა და გადაწყვეტილებებზე. მაგალითად, ეს შეეხება ტურიზმს - რა გამოწვევებიც არსებობს, როგორ შეიძლება ეს მოკლევადიანი გამოწვევები დაიძლიოს და ა.შ.", - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის დირექტორმა.


close დახურვა