logo
ENG



გიორგი ჭანტურიას სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

12 ივნ 202017:07
3 წუთის საკითხავი
 

 

გიორგი ჭანტურიას სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა. ჭანტურია გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა მოსამართლემ ის დამნაშავედ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში სცნო. ბრალდებულს 6 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

"გიორგი ჭანტურია ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 234-ე მუხლის მესამე ნაწილის გათვალისწინებით",-აღნიშა მოსამართლემ.

სხდომას მოკლული გენერლის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ და გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, დარბაზში ხმაური ატყდა. მათ ბრალდების გამოცხადების შემდეგ დარბაზი დატოვეს.


close დახურვა