ქუთაისის ისტორიულ ნაწილში, მდინარე რიონის ფერდობებზე არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი აპროტესტებს. "გირჩის" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, ტურისტების თავშეყრის ადგილი ნაგავსაყრელად არის გადაქცეული.
პროტესტს ადგილობრივი ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელიც შეურთდა. მისი თქმით, ტურისტები ქალაქის ისტორიულ ზონაში ყოველდღე დაჰყავთ, დაბინძურებული გარემო კი მათ ქვეყანაზე უარყოფით წარმოდგენას უქმნის.