logo
ENG



გიული ალასანია სააკაშვილზე: მთლიანობაში ადამიანი არის ძალიან შეცვლილი

24 ნოე 202117:00
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/24/utuepfgotfc58g8.jpg

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მისი შვილი ძალიან შეცვლილია. გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ალასანიამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ ბოლო ორ დღეში სააკაშვილმა კიდევ 1 კილოგრამი დაიკლო.

"ფერმკრთალია, სუსტადაა, მაგრამ, მთავარია მისი ფსიქოლოგიური განწყობა, ძალიან მძიმეა. ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს გადატანილი. არ არის ის ძველებური ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით... მთლიანობაში არის ადამიანი ძალიან შეცვლილი. უჭირს სიარული", - განაცხადა ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. 

იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ის გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას 19 ნოემბერს დათანხმდა. ამჟამად სააკაშვილი რეაბილიტაციის კურსს გადის. 

 


close დახურვა