logo
ENG



გლამურული ავტორიტარიზმი - დროება

17 სექ 202320:17
3 წუთის საკითხავი
 

როცა ხელისუფლება კარგავს ადეკვატურობას, ნაკლები მგრძნობელობა აქვს იმ პრობლემების მიმართ, რომელიც ხალხშია და ისეთ ქცევას იწყებს, რომელიც მმართველობის დასაწყისში ნაკლებად ახასიათებდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბოლოსკენ მიდის. გამომწვევად თავხედდება, ყველანაირი შემაკავებელი მექანიზმი მოშლილი აქვს და შედის გვიანი აბსოლუტიზმის ხანაში, საიდანაც იწყება მისი აბსოლუტური რყვნა. სწორედ ამის მაგალითებია, ივანიშვილის მთავრობის გარშემო ბოლო დროს  აგორებული სკანდალები, იქნება ეს სახელმწიფო ბორტი ერთის პირადი მიზნებისთვის გამოყენება, თუ დანარჩენების გლამურულ ჟურნალებში პოზირება. თუ ავტორიტარიზმი ნებისმიერ შემთხვევაში უბედურებაა, ჩვენთან ამას ხელისუფალის ხელოვნური, გამოგონილი გლამურულობა ემატება. როგორია ქართული გლამურული ავტორიტარიზმი თინათინ ერაძის სიუჟეტში ნახეთ.


close დახურვა