logo
ENG



გლდანის ციხის დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა

15 ნოე 202114:12
3 წუთის საკითხავი
 

გლდანის ციხის დირექტორს დავით დარასელიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ფორმულას პენიტენციურ სამსახურში უთხრეს.

უწყებაში ვერ ამბობენ ზუსტ თარიღს, თუმცა აღნიშნავენ, რომ პერსონალი დაწესებულებაში შესვლის წინ ყოველთვის იტესტება და სწორედ რიგითი გატესტვის დროს დაუდაუსტრდა მას ვირუსი. მათივე თქმით, ინფიცირებული დირექტორი დაწესებულებაში არ ყოფილა.

დარასელიას ინფიცირების შესახებ ინფორმაცია მედიაში გუშინ, 14 ნოემბერს გავრცელდა. სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მან ციხეში დირექტორის ინფიცირების შესახებ იკითხა, სადაც უთხრეს, რომ დარასელიას კოვიდი არ ჰქონდა.

14 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ გლდანის N18 დაწესებულებაში მყოფ დეკანოზ გიორგი მამალაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილიც გლდანის N18 დაწესებულებაში იმყოფება და მათ ერთი და იგივე სამედიცინო პერსონალი ემსახურებათ. 


close დახურვა