logo
ENG



გლდანის 79-ე უბანზე "პუბლიკის" ჟურნალისტს მოქალაქე ფიზიკურად დაესხა თავს

31 ოქტ 202016:05
3 წუთის საკითხავი
 
20453vw3jz1bok1.png

გლდანის ოლქის 79-ე უბანზე აგრესიული მოქალაქე „პუბლიკის” ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს დაესხა თავს. გაბაძე თავდამსხმელს მობილურით იღებდა. მოქალაქე იგინებოდა და აგრესიულად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ჟურნალისტებს. 

გადაღების დროს აგრესიულად განწყობილმა მოქალაქემ გაბაძეს ფეხი დაარტყა. თავდასხმის შედეგად, ჟურნალისტს ტელეფონი დაუზიანდა. 

პუბლიკის ინფორმაციით, მინდია გაბაძე პოლიციას გამოკითხვაზე ჰყავს გადაყვანილი.

შსს-ის ცნობით, თავდასხმის ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 


close დახურვა