დროებას სანდო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ თავდაცვითი და სამოქალაქო მრეწველობის ორგანიზაცია „დელტას“, რომელიც თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, უკრაინულ მხარესთან ყველანაირი კომუნიკაცია აეკრძალა.
დელტა აწარმოებს სამხედრო აღჭურვილობას. ყველაზე ცნობილი სამხედრო მანქანა ქართული „დიდგორი“ სწორედ დელტას ბაზაზე აეწყო.
რატომ აკეთებს ამას ის, ვისი უპირველესი მოვალეობაცაა თავდაცვითი ძალების მდგრადობისა და მედეგობის და ზოგადად ქვეყანაში საბრძოლო სულის გაძლიერება. ამ ერთი შეხედვით უცნაურ კითხვაზე პასუხის გაცემას დროება შეეცადა.