logo
ENG



გოგი წულაიამ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო

18 მარ 202113:29
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ფორმულას დაკავებულის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განუცხადა.

"დიახ, დაიწყო შიმშილობა, პროტესტის ნიშნად. დღეს ბრალის წარდგენაა და ვნახოთ რა იქნება", - აცხადებს გელბახიანი.

სავარაუდო დაზარალებული ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ წულაია "ძალადობასა და ჟინის მოკვლას ცდილობდა". სავარაუდო დაზარალებულის თქმით, მან წულაია პატრულის გამოძახებით შეაშინა და ბინიდან გამოქცევა მოახერხა.

აქტივისტი და პარტია თავისუფალი საქართველოს ყოფილი წევრი გოგი წულაია გუშინ 17 მარტს დააკავეს. 

შსს-ში ამბობენ, რომ წულაიამ თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე ფიზიკურად იძალადა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.


close დახურვა