აქტივისტი და პარტია თავისუფალი საქართველოს ყოფილი წევრი გოგი წულაია დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შსს-ში ამბობენ, რომ წულაიამ თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე ფიზიკურად იძალადა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.