გოდერძის უღელტეხილზე მანქანა ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანია დაღუპული. მანქანაში 3 უცხოელი იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.