logo
ENG



გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე გარკვეული ტიპის სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალა

15 დეკ 202416:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/15/fw1kdnef8xlba66.jpg

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-სავანე) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

დეპარამენტის განცხადებით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

close დახურვა