logo
ENG



გორში კოალიცია ცვლილებებისთვის წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ

14 სექ 202420:21
3 წუთის საკითხავი
 

კოალიცია ცვლილებებისთვის გორის რაიონული ორგანიზაციის წევრს ალექსანდრე ვალიაურს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

შემთხვევა გორში, ქართული ოცნების წინასაარჩევნო ღონისძიების დასრულების შემდეგ მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ვალიაურს რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს.

ალექსანდრე ვალიაურის განცხადებით, თავდამსხმელებს ქართული ოცნების მაისური ეცვათ. ის ასევე ამბობს, რომ თითოეული იმ ადამიანის ამოცნობას შეძლებს, ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდა. 

 


close დახურვა